top of page

კერძო სახლის აშენება, 
თავის ტკივილის გარეშე.

სახლის პროექტები

TC Homes არის სამშენებლო კომპანია, რომელიც გთავაზობთ უკვე მზა სახლის პროექტებს და მათ სწრაფ მშენებლობას. ჩვენი მიზანია გავამარტივოთ კერძო სახლის აშენება. შენ უბრალოდ ირჩევ პროექტს, ჩვენ კი ვიწყებთ მშენებლობას.

ამ ეტაპზე, ხელმისაწვდომია ჩვენი პირველი, პრაქტიკულად დაპროექტებული 60 კვადრატული სახლის პროექტი, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების სტილს: თბოიზოლაციით, ენერგოეფექტური მასალებით და მყუდრო გეგმარებით.

გსურს ბელეტაჟი, ერთი ან ორსართულიანი სახლი? მალე დაემატება კიდევ მეტი არჩევანი ჩვენი კერძო სახლების პროექტებიდან.

Sebo Dito & Partners

საერთო ფართობი - 59.3m²

მისაღები/სამზარეულო - 23 m²
საძინებელი N1 - 11.3 m²

საძინებელი N2- 11.3 m²

Სველი წერტილი - 4.2 m²

ეს მყუდრო სახლი იდეალურად აერთიანებს კომფორტს და ფუნქციუნალს. მისაღები ოთახი და სამზარეულო ერთიან ღია სივრცეშია განთავსებული, სადაც დიდი ფანჯრები ოთახს ავსებს ბუნებრივი განათებით. ორი ჭკვიანურად განლაგებული საძინებელი კი მყუდრო პირად სივრცეს ქმნის. ყოველი მეტრი მაქსიმალურად ეფექტურად არის გამოყენებული, რაც ამ სახლს იდეალურ არჩევანად აქცევს თანამედროვე ცხოვრებისთვის.

$29,500
სახლის პროექტი
Სრულყოფილი დიზაინი, ყველა ასპექტში.

არქიტექტურული გეგმის დახაზვა ჩვენი გუნდის განსაკუთრებით საყვარელი საქმეა. დიდ დროს ვუთმობთ გეგმის შესწავლას, რათა სახლის ყველა მტკაველი ეფექტურად გამოვიყენოთ და გარანტია მოგცეთ, რომ საცხოვრებლად ყველაფერი გექნებათ რაც გჭირდებათ. 

დამატებით, ჩვენი სტრატეგიული დაგეგმარება ამცირებს სამშენებლო ხარჯებს და გიცავთ ზედმეტი გადასახადებისგან. ასე, კოტეჯის აშენება ან სახლის მშენებლობა არ გადაიქცევა სტრესად.

Ჩვენი მთავარი ამოცანა კი თქვენთვის მყუდრო  და მდგრადი საცხოვრებლის უზრუნველყოფაა. თანამედროვე კერძო სახლები, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ ყოველდღიურობაში.

კერძო სახლების სახლის პროექტები

ფოლადის კარკასის სახლები საუკეთესო არჩევანია თანამედროვე ცხოვრებისთვის.  გამოირჩევა გამძლეობით, კომფორტითა და ხარჯების ეფექტურობით. 
ფოლადის კარკასის უპირატესობები:

სიმყარე

როდესაც საქმე საიმედოობას ეხება, ფოლადი საუკეთესო არჩევანია. მისი მტკიცე კონსტრუქცია უზრუნველყოფს, რომ თქვენი სახლი გაუძლებს ბუნების ნებისმიერ გამოწვევას.

დროის დაზოგვა

ქარხნის მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის და ავტომატიზირებული სისტემის წყალობით, ჩვენ უმაღლესი ხარისხის ფოლადის კონსტრუქციებს ვაწარმოებთ, ამიტომ სახლის კარკასს ზედმიწევნითა და ზრუნვით გიმზადებთ შემდეგ კი, ძალიან სწრაფად, თქვენი შეწუხების გარეშე ვუზრუნველყოფთ ადგილზე ტრანსპორტირებასა და მონტაჟს, მარტივად და სწრაფად. 

Ხარჯ-ეფექტურობა

დაემშვიდობეთ უძილო ღამეებს და სარემონტო ხარჯებზე ნერვიულობას. ფოლადი უჟანგავია და არ ფუჭდება სხვა მასალებისგან განსხვავებით. ფოლადის კარკასში ინვესტირება თქვენს სიმშვიდეში ინვესტირებას ნიშნავს. 

Შეუზღუდავი არჩევანი

გსურს საქართველოს მომაჯადოებელ მთებში ცხოვრება? ან შესაძლოა ზღვის სანაპირო და გაშლილი ხედები გერჩივნოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ისეთი მსუბუქი კონსტრუქციით როგორიც ფოლადია, სახლს ნებისმიერ წერტილში აგიშენებთ. 

კარკასული სახლი

გამძლეობა

მიწისძვრისადმი მედეგობა

საქართველო შეიძლება შეარყიოს მიწისძვრამ, მაგრამ თქვენი ფოლადის კარკასის სახლი ფეხს არ მოიცვლის. ამ ტექნოლოგიით აშენებული სახლები ცნობილია მიწისძვრის მიმართ მედეგობით.

ნესტგამძლე

არავითარი ობიანი სიურპრიზები, ჩვენი გალვანიზებული ფოლადი ნესტს არ გაიკარებს, უზრუნველყოფს თქვენი სახლის სიმშრალეს და სიმყუდროვეს.

Პარაზიტებისგან დაცვა

ტერმიტები, თაგვები და სხვა მავნებლები? მათ შანსი არ აქვთ. ფოლადი მათ არც კი გაიკარებს, შესაბამისად  თქვენ შეგიძლიათ მშვიდად გეძინოთ  და იცოდეთ, რომ თქვენი სახლი უსაფრთხო და ჯანმრთელია.

TC Homes, TC Group-ის ქვეპროექტია, რომელიც სახლების გეგმიდან დაწყებული, სრულ სამშენებლო სერვისებს აერთიანებს. TC Group-ის პროფესიონალიზმსა და რეპუტაციაზე დაყრდნობით, თქვენს იდეალურ სახლამდე მისასვლელ ზუსტ გეგმას და განხორციელების ყველაზე მარტივ გზებს გთავაზობთ..

TC Group ინდივიდუალურ სახლებს 2013 წლიდან აშენებს. დაათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო: 

მშენებლობის დრო: 45 დღე

ფართობი: 250 კვ.მ.

აგარაკი ბეთანიაში

მშენებლობის დრო: 65 დღე

ფართობი: 250 კვ.მ.

აგარაკი წყნეთში

მშენებლობის დრო: 65 დღე

ფართობი: 280 კვ.მ.

სახლი დიღომში

მშენებლობის დრო: 70 დღე

ფართობი: 400 კვ.მ.

2 სართულიანი სახლი დიღომში

მშენებლობის დრო: 45 დღე

ფართობი: 200 კვ.მ.

ვილა გოლფის მოედანთან

მშენებლობის დრო: 45 დღე

ფართობი: 200 კვ.მ.

ვილა გოლფის მოედანთან #2

Add paragraph text. Click “Edit Text” to update the font, size and more. To change and reuse text themes, go to Site Styles.

Add paragraph text. Click “Edit Text” to update the font, size and more. To change and reuse text themes, go to Site Styles.

Add paragraph text. Click “Edit Text” to update the font, size and more. To change and reuse text themes, go to Site Styles.

გაინტერესებს რა ჯდება სახლის აშენება ან რომელი კერძო სახლის პროექტები შეგეფერება?

მაშინ დაგვიკავშირდით — TC Homes გთავაზობთ ჭკვიანად დაპროექტებულ, მზა გადაწყვეტილებებს.

სამშენებლო კომპანია თბილისში მდებარეობს, თუმცა ვაშენებთ მთელი საქართველოს მასშტაბით.

Facebook

Instagram

 

+995 591 85 81 81

bottom of page